CAC 41N/41E

41 ზდანევიჩიყველაფერი გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როცა 1919 წელს ილია ზდანევიჩმა მეგობრებთან ერთად დააფუძნა ავანგარდისტული ხელოვნების ჯგუფი 41°. კომპანიას სახელი თბილისის გეოგრაფიული განედის პატივსაცემად დაერქვა; იგივე განედზე მდებარეობს ქალაქები სტამბული, რომი, ბარსელონა, პორტო, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, ბაქო, თბილისი, ბათუმი. ბათუმს ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად გაუმართლა მისი გრძედიც და განედიც სწორედ 41 მერიდიანზე გადის.

paraleliმეოცე საუკუნის დასწყისში განვითარებულმა ავანგარდულმა პროცესებმა თბილისი და ბათუმი ევროპულ ქალაქებად აქცია. თითქმის ასი წლის შემდეგ 41/41 ისევ აქტუალური გახდა.

გალერეა 1

CAC 41N/41E 

ბათუმში, «Dot Comma»ს  დამაარსებლის, გელა წულაძის თაოსნობით გაიხსნილ საგამოფენო დარბაზს სწორედ CAC 41N/41E  ეწოდა. ეს ის სივრცეა რომლის გარშემო 41°-ის  კონცეფციაში ჩართული არტისტები ერთიანდებიან და თანამშრომლობენ. ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CAC 41N/41E გააგრძელებს პირველ ქართველ ავანგარდისტთა ტრადიციებს.

10300424_312378678925452_4458539630884271922_n 1514961_312372848926035_1390221495793255097_n IMG_7698 IMG_7701 IMG_7692 IMG_7665

გალერეა CAC 41N/41E ბათუმში, საოცრებათა პარკში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

CAC 41N/41E: 2 комментария

  1. სალამი… თუ შეიძლება დატოვეთ თქვენი საკონტაკტო ნომერი

Оставьте комментарий