«მაკდონალდსი» გახსნის დღიდანვე მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო «მაკდონალდსთა» ჩამონათვალში. შენობის ულტრა თანამედროვე, არაორდინალური არქიტექტურა შეხამებულია «მაკდონალდსის» უახლესი და პრემიალური «QUALITI» სახის დიზაინთან, რომელიც ახლა ინერგება ბრენდის პირველი კლასის რესტორნების ქსელში და მას ამჟამად ისეთი ქალაქების რესტორნების ქსელში შეხვდებით, როგორიცაა პარიზი, მილანი, ლონდონი და ა.შ.
პროექტის არქიტექტორი გიორგი ხმალაძე გახლავთ. ძალიან მალე ბათუმში მდებარე «მაკდონალდსი» ქალაქის სტუმრებისათვის ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდა