ბათუმში სტრიტ არტ ფესტივალი დაიწყო

დღე 1

ფუსფუსი, სამზადისი, ოდნავი მღელვარება და საათის ისრების წარა-მარა კონტროლი. დათქმულ დროს, დათქმულ ადგილზედ ის ფესტივალი უნდა დაიწყოს — ბათუმის ქუჩებს რომ სულ სხვანაირად აამეტყველებ. რამოდენიმე წუთიც და ქალაქი რიგით მეორე, აწ უფრო მაშტაბურ ქუჩის მხატვრობის ფესტივალს უმასპინძლებს. თუმცა მანამ ოფიციალური გახსნაა. დრო ჩქარა გარბის სტუმრები გალერეა  CAC 41N/ 41E -ის ჰოლში იკრიბებიან. ყველას აინტერესებს — რა იქნება ახალი?!. ახალი და საინტერესო კი მართლაც რომ ბევრი რამ იქნება. თუმცა ყველაფერს თადარიგი სჭირდება. ჯერ გახსნა, სტუმრების მიღება და მოწვეული არტისტების მიერ შექმნილი ნამუშევრების წარსდგენა. ნამუშევრები კი მართლაც ღირს იმად რომ ეწვიოთ გალერეას. ცოტაც და… დაიწყო

გალერეა 1

ფესტივალის ფარგლებში წელს ბათუმის სხვადასხვა უბანში 10 კედელი მოიხატება. ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ თვალყური ადევნონ შემოქმედებით პროცესს. ჩვენ კი შევეცდებით ფესტივალის მსვლელობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა დროულად მოგაწოდოთ და გაგაცნოთ ამ ბლოგის მეშვეობით. ფესტივალში სულ 24 არტისტი მონაწილეობს. 18 საფრანგეთიდან და 6 საქართველოდან. ფესტივალის ორგანიზატორია არტ სტუდია DOTCOMMA. სტრიტ არტ ფესტივალი ბათუმში პირველად გასულ წელს გაიმართა. ფესტივალის 2013 წლის ნამუშევრები ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედაა განთავსებული. ნამუშევრების ნახვა ასევე შესაძლებელია CAC 41N/41E — ში. ბათუმის სტრიტ არტ ფესტივალი 2014 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ამ შემთხვევაში ბათუმი ნოვატორი თუ არა ექსპერიმენტატორი მაინც გამოდის, იშვიათია შემთხვევა როცა ქალაქის ქუჩების მოხატვაზე მთავრობა «ზრუნავს»

_DSC0322

გალერაში გამოფენილი ნამუშევრები შეგიძლია იხილოთ აი ამ ლინკზე. ან მობრძანდეთ ჩვენთან. გალერა CAC 41N/ 41E — ში. 

_DSC0323

_DSC0327

_DSC0358

_DSC0361

_DSC0362

_DSC0370

_DSC0329

_DSC0339

_DSC0355

_DSC0371

_DSC0386

როგორც ვთქვით ყველაფერს თავისი თადარიგი აქვს და როგორც ყველაფერ კარგსა და საინტერესოს ასევე საინტერესო და სასიანოვნო დასასრული უნდა ქონდეს. გამოფენა შედგა, ფესტივალი დაიწყო, დღე პირველი დასრულდა.

_DSC0387

ბათუმში სტრიტ არტ ფესტივალი დაიწყო: Один комментарий

Оставьте комментарий