Grafikart Festival დღე პირველი

gge 1

სინოპტიკოსების მიერ დაანონსებული წვიმის ნაცვლად არაჩვეულებრივად ცხელი და მზეიანი დილა გათენდა. სწორედ ისეთი, ფესტივალის პირველ დღეს რომ შეესაბამება. დილიდანვე დაათვალიერეს საფესტივალოდ გამოყოფილი რამდენიმე კედელი, საღებავები მოიმარაგეს, პულივიზატორები მოიმარჯვეს, ყურსასმენებში საყვარელი მუსიკა და … პულივიზატორის პირველმა ამოსუნთქვამ ოფიციალურად გახსნა ხატვის სეზონი.

დღე 1მართალია ბათუმში რამდენიმე ობიექტია გამოყოფილი, რომელზედაც უნდა უმუშაონ არტისტებმა. მაგრამ პირველ დღეს ყველამ ერთ კედელთან არჩია ტავმოყრა. მესამე საშუალო სკოლის ეზოს კედელის სიგრძე თითქმის ყველა სტუმრის შემოქმედებას დაიტევსო გადაწყვიტეს და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით, საყვარელი ჯგუფებისა და შეყვარებულების სახელებით აჭრელებული კეტლის ვიზუალური ტრანსფორმაციაც დაიწყო.

დღე 1

დღე 1

დღე 1

დღე 1

დღე 1

დღე 1

დღე 1

დღე 1

დღე 1

_DSC0528

 

დღე 1ქუჩაში მიმდინარე შემოქედებითი წვა არც მეზობლების და არც ჩვეულებრივი ჩამვლელების მზერას არ გამოპარვია. ყველა მოდიოდა, აკვირდებოდა, ათვალიერებდა. შემდეგ მოკრძალებით კითხულობდნენ — რა ხდება აქ?! როცა ღებულობდნენ პასუხს კმაყოფილი იღიმოდნენ და შემდეგ თითქმის ყველა, უკლებლივ სვამდა ერთიდა იგივე კითხვას — და რომ ვთხოვოთ.. კორპუსის «არკას» ან სადარბაზოს ვერ მოგვიხატავენ?!

მოქალაქეებთან ერთად ეს პროცესი არც ქუჩის ძაღლებს გამოპარვიათ. მოვიდნენ, დასხდნენ, ჩავიმეგობრდნენ და შემდეგ პერიმეტრის დაცვაც თავის თავზე აირეს. ისე გულმოდგინედ მიდენიდნენ ქუჩაში გამოჩენილ ჯიპებს რომ საპატრულო პოლიცია ისვენებდა.

zagliეს პირველი დღე იყო, პირველი ნაბიჯებით. ვნახოთ რა იქნება ხვალ. თუმცა ამ პატარა გოგონასი არ იყოს ჩვენც დიდი სიამოვნებითა და ინტერესით დავაკვირდებით და გავაშუქებთ საფესტივალო ციებ-ცხელებას.

mezobeli

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s